9261 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GJCJ0ZZE გამოქვეყნდა 27 ოქტ 23 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირება შერჩევის გუნდში

One Point გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
ფორმა · განცხადებაში

HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების (B2B) მენეჯერის პოზიციაზე.

ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია დირექტორთან

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

დამსაქმებელი წარმოადგენს კარის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კარის სახელურებს, საკეტებს, ცილინდრებსა და სხვა აქსესუარებს, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის.

პოზიციის აღწერა:

საბითუმო გაყიდვების მენეჯერის მთავარი პასუხისმგებლობაა ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება და დაინტერესება, სადილერო ქსელის განვითარება და საბითუმო გაყიდვების ზრდა საქართველოს მასშტაბით. პოზიცია ძირითადად გარე გაყიდვებზეა ორიენტირებული და მოითხოვს პარტნიორებთან აქტიურ ვიზიტებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანდიდატისთვის მისაღები იყოს აქტიური, მოძრავი სამუშაო ფორმატი და გარე გაყიდვები.

ძირითადი ამოცანები:

  • ახალი დილერების აქტიური ძიება და მოზიდვა (კარისა და ინტერიერის აქსესუარების სალონები, სამშენებლო მაღაზიები, ბაზრობები, კარის ადგილობრივი მწარმოებლები)
  • პირისპირ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესის მფლობელებთან, დირექტორებთან და შესყიდვების მენეჯერებთან
  • კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და პოტენციური პარტნიორების დაინტერესება პრემიუმ პროდუქციითა და მომსახურების ხარისხით
  • პარტნიორების სავაჭრო წერტილებში საგამოფენო ნიმუშების, ბრენდირებული სტენდებისა და ვიტრინების განთავსების ორგანიზება
  • დილერების პერსონალის დატრენინგება პროდუქციის სპეციფიკაციებზე და პარტნიორების სტაბილურ, რეგულარულ შესყიდვებზე გამოყვანა
  • აქტიური გარე გაყიდვების წარმოება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
  • კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციული პროცესების (დოკუმენტაცია, CRM, ლოგისტიკა) მაქსიმალური დელეგირება რელევანტურ პირებზე

პროფესიული კვალიფიკაციები:

  • B2B გაყიდვებსა ან სადილერო ქსელის განვითარებაში მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება
  • ძლიერი გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები
  • საცალო ბიზნესის გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა (მარჟები, საგამოფენო ნიმუშები, სასაწყობე პროგრამა და ა.შ.)
  • სასურველია მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა
  • დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება და ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

  • კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
  • საწვავის ან ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა