ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი
−22% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,309 ₾ · 150 განცხადება
გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ
სათხილამურო სკოლა და გაქირავება "Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 კვირაში 6 სამუშაო დღე ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია;
- მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
- CRM სისტემაში ჯავშნებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მართვა;
- ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია ადგილზე და ონლაინ;
- ყოველდღიური საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების ან/და ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სხარტი აზროვნება და სწრაფად რეაგირების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
- ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას გუდაურში;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას - Ski Gudauri-ს მუშაობის სპეციფიკას, შიდა პროცესებსა და სისტემებთან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით;
- აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო მომხმარებლებთან, დაწინაურების პერსპექტივით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.