არქიტექტორი
საპროექტო კომპანია "ტეტრიქსი" - TETRIX აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- II და III კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: Archicad (აუცილებელი), Photoshop (აუცილებელი), AutoCAD (სასურველი), Lumion (სასურველი)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel)
უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და ენერგიული;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით, ფიქსირებული + ბონუსები თითოეულ პროექტზე.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე, 2026 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით. მეილის დასახელებაში მიუთითეთ "არქიტექტორი"
P.S. პორტფოლიოში ან დამატებითი ფაილის სახით სასურველია წარმოადგინოთ რეალური პროექტების მუშა ნახაზები, გეგმები, ჭრილები, ფასადები.