პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

GPWS35SB გამოქვეყნდა 6 ნოე 28 ნახვა

კონსიერჟი

ლისი რენოვეიშენ გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ლისი რენოვეიშენი" ეძებს კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ კონსიერჟს, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის რეზიდენტებისა და სტუმრების მაღალი სტანდარტით მომსახურებას, მათ საჭიროებებზე დროულ რეაგირებასა და კომფორტული გარემოს შექმნას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მწვანე ქალაქი ლისზე, ნეკერჩხლის 6
  • სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე / ყოველ მეორე დღეს (დღეგამოშვებით)
  • ანაზღაურება: შეთანხმდება კანდიდატთან, გამოცდილების შესაბამისად.
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები

  • რეზიდენტებისა და სტუმრების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი დახმარების გაწევა;
  • რეზიდენტების მოთხოვნების, შეკითხვებისა და უკუკავშირის მიღება და მართვა;
  • ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და მომსახურების გუნდებთან კომუნიკაცია მაცხოვრებლების საჭიროებების დროულად მოსაგვარებლად;
  • შემოსული ზარების, შეტყობინებებისა და მოთხოვნების დამუშავება;
  • საერთო სივრცეებში მომსახურების სტანდარტებისა და წესრიგის მონიტორინგი;
  • ვიზიტორებისა და მომსახურების მომწოდებლების დაშვების პროცესის კოორდინაცია კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
  • წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
  • რეზიდენტებთან პოზიტიური და პროფესიული ურთიერთობების შენარჩუნება.

ძირითადი მოთხოვნები

  • მომხმარებელთა მომსახურების, Hospitality-ის, ადმინისტრაციული ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
  • თავაზიანი, პროფესიული და მომსახურებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;

ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;

პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა