8421 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GQXSX1AR გამოქვეყნდა 27 აგვ 2 ნახვა

ტექინკოსი

სასტუმრო მარჯან პლაზა via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1300 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო "მარჯან პლაზა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1300 ლარი სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ — 24-საათიანი ცვლა კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტექნიკური სისტემებისა და ინვენტარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა; ** მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება; ** სასტუმროს ტერიტორიაზე ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პრობლემების შესაბამის სამსახურთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** სასურველია ელექტროობის, სანტექნიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე 593 903 300 ან გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@marjanplaza.ge-ზე.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@marjanplaza.ge

წერილის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ტექნიკოსი"

გმადლობთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს შპს "რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთი" (ს/ნ: 402270671; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N65), მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი განაცხადი შესაძლოა არ შეირჩეს მიმდინარე ვაკანსიისთვის, თუმცა, თქვენი თანხმობის საფუძველზე, შესაძლოა შენახულ იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიის განხილვის მიზნით.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ:

** მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ; ** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო მარჯან პლაზა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა