ბექოფისის უმცროსი სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბექოფისის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-20:00
შესვენება: 1 საათი
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
ანაზღაურება: 1, 500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელ მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
** Excel-ში მონაცემების დამუშავება, განახლება და ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამაში მუშაობა;
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საჭირო მონაცემების შეგროვება;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ყოველდღიური ოპერაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერა და საუბარი);
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების თავდაჯერებული გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.