8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GVRZEMZ8 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

საუზმის მზარეული

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადება და დროული მიწოდება

** პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი

** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

** ინგრედიენტების სწორად შენახვა და მარაგის კონტროლი

** სამუშაო პროცესის ორგანიზება დილის საათებში

** სამზარეულოს ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

** საუზმის მენიუს და შესაბამისი ტექნიკების ცოდნა

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ორგანიზებულობა სამუშაო პროცესის დროს

** გუნდში მუშაობის უნარი

** დილის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართებზე:, და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის