ბართენდერი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას ბართენდერის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა 2
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და მიწოდება;
- მენიუში არსებული კოქტეილების, ღვინოებისა და სხვა სასმელების რეცეპტების სრულყოფილი ცოდნა;
- ბარში სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
- მარაგების მონიტორინგი და საჭირო პროდუქციაზე შეკვეთების მომზადება;
- სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
საჭირო უნარები
- სამუშაო გამოცდილება ბართენდერის პოზიციაზე (სასურველია 5-ვარსკვლავიან სასტუმროში);
- სასმელების მომზადების ტექნიკების და მიქსოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. აუცილებლად მიუთითეთ, რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!