უნივერსალური ხელოსანი
Symmetry — თანამედროვე კლინიკაა, რომელიც სპეციალიზდება ხერხემლისა და სახსრების დაავადებების არაოპერაციულ მკურნალობაში, ფიზიოთერაპიაში, რეაბილიტაციასა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის აღდგენაში.
კლინიკა Symmetry აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
ძირითადი მოვალეობები - კლინიკის შენობისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; - მიმდინარე წვრილმანი სარემონტო სამუშაოების შესრულება; - ელექტროობის სისტემაში მცირე დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა; - სანტექნიკური სამუშაოების შესრულება და გაუმართაობის აღმოფხვრა; - კარებების, საკეტების, ავეჯის, თაროებისა და სხვა ინვენტარის შეკეთება; - კედლების, ჭერის, იატაკისა და სხვა ზედაპირების მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება; - ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; - საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ტექნიკურ სამსახურებთან კოორდინაცია; - სამუშაო ხელსაწყოებისა და მასალების მოწესრიგება და სათანადო გამოყენება; - კლინიკის შიდა უსაფრთხოების, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უნივერსალურ ხელოსნად მუშაობის გამოცდილება; - ელექტროობის, სანტექნიკისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზისო ცოდნა; - სხვადასხვა ხელის და ელექტრო ხელსაწყოს გამოყენების ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა; - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; - სასურველია ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ დასაქმებას; - მოწესრიგებულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - სრულ განაკვეთზე მუშაობას; - პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; - შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hrbygiuli@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უნივერსალური ხელოსნი"