8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GZQZETNK გამოქვეყნდა 22 სექ 1 ნახვა

Colin`s

Colin`s

მაღაზიის მენეჯერი

Colin`s გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

1983 წელს სტამბოლში, Eroglu Group-ის მიერ დაარსებული "COLIN`S" მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს გლობალურ ბაზარზე. ბრენდი, რომელიც სწრაფად განვითარდა 1986 წელს სტამბოლში პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ, დიდ პროგრესს განიცდის მსოფლიო დონის ბრენდად ჩამოყალიბების გზაზე და უკვე 38 ქვეყანაში (მათ შორის, განსაკუთრებით თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში) 600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

ჩვენ ვეძებთ "მაღაზიის მენეჯერს" ბათუმში მდებარე COLIN`S-ის მაღაზიისთვის — ბრენდისთვის, რომელიც მომხმარებელს მოდურ პროდუქციას სთავაზობს და მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

განაცხადები, რომლებიც არ იქნება წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე, არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს გაყიდვების რეგიონული მენეჯერის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმის შესრულებას და ცდილობს მის გადაჭარბებას;
  • აკონტროლებს მაღაზიის ხარჯებს, შეიმუშავებს ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს და თავიდან იცილებს არასაჭირო ხარჯებს;
  • ახორციელებს მაღაზიის გაყიდვების ანალიზს და ანგარიშს აბარებს გაყიდვების რეგიონულ მენეჯერს;
  • ადევნებს თვალს სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და კონკურენტების საქმიანობას; აწვდის ინფორმაციას გაყიდვების რეგიონულ მენეჯერს;
  • მართავს მაღაზიის მარაგებს დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში;
  • უწევს ხელმძღვანელობას გაყიდვების კონსულტანტებს და ეხმარება მათ გაყიდვების გეგმის შესრულებაში;
  • ატარებს ღონისძიებებს პერსონალის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური ან რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობისკენ მიდრეკილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მერჩენდაიზინგის სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და პროდუქტის ტენდენციების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის მიმართულებით კარიერული განვითარების სურვილი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპიუტერული უნარები (MS Office);
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკზე მორგების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • 40-საათიანი სამუშაო კვირა;
  • 24-დღიანი ყოველწლიური შვებულება;
  • კვირაში 1 დასვენების დღე;
  • შაბათ-კვირას მუშაობა (შაბათი და კვირა);
  • ხელფასი + ბონუსი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Colin`s
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა