9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GZT9HRQH გამოქვეყნდა 14 ოქტ 43 ნახვა

სოციალური მედიის მენეჯერი

კოსმო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ნოე

"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level სოც.მედია მენეჯერს.

ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე?

თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე.

ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით:

  • თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.
  • შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა.
  • თუ გაქვს სოც.მედია გვერდების მართვისა და კონტენტის დაგეგმვის გამოცდილება.
  • იმედისმომცემი ქოფირაითინგის უნარები.
  • თვით-ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარები.

მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.)

თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს:

  • ყოველთვიურად შექმნა კოსმოს სოც.მედია გვერდებზე კომუნიკაციის გეგმა
  • უზრუნველყო გეგმის აღსრულება (აღნიშნულ გვერდებზე) და მიიღო მონაწილეობა მარკეტინგული გუნდის კრეატიულ თუ არა-კრეატიულ პროცესებში.
  • შექმნა ქოფი ყველა მოცემულ სოც.მედია არხში და მოხიბლო მომხმარებლები სიტყვებით.
  • მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ).
  • ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი.

რას გთავაზობთ?

  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.
  • მეგობრულ გუნდს (მართლა).
  • სრული განაკვეთის როლს.
  • Fitpass-ს.
  • შიდა ფასდაკლებებს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა