7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H1P9SBVZ გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი

ჯი ეს ემ სერვისი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი პოზიციის შესახებ სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.

შესასრულებელი სამუშაო - სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა; - სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა; - კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა; - ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება; - სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად; - ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა; - საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; - აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; - საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR@gsmmotors.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ჯი ეს ემ სერვისი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა