ანიმატორი
"MINIAZONE" ეძებს ანიმატორს თავის გუნდში!
შეგიძლია ჩვეულებრივი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციო? გიყვარს ბავშვებთან მუშაობა, ენერგიისა და პოზიტივის გაზიარება და დაუვიწყარი ემოციების შექმნა?
მაშინ ჩვენ სწორედ შენ გეძებთ!
ჩვენი პირობები
- ანაზღაურება - 2000 ლარიდან;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე;
- სამუშაო ადგილი - "MiniaZone", ქავთარაძის ქ. 5.
ჩვენი მოთხოვნები
- ანიმატორად მუშაობის გამოცდილება - სავალდებულოა;
- ქართული და რუსული ენების ცოდნა - სავალდებულოა;
- ბავშვთა დღესასწაულებისა და გასართობი პროგრამების ჩატარების უნარი;
- ენერგიულობა, არტისტულობა და კრეატიულობა;
- ბავშვების სიყვარული და მათთან საერთო ენის გამონახვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი.
გახდი "MiniaZone"-ის გუნდის წევრი - სივრცის, სადაც ყოველი დღე სავსეა ბავშვების ღიმილით, სიხარულითა და ჯადოსნური მომენტებით!