პრისელერი
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში წარმოებული ჩაი გურიელი - Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ.
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
- სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
- ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
- სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
- მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
- გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
სამუშაო პირობები
- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი საშუალოდ 2500 (გამომუშავებით) + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე ან, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცახდებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება)