8093 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

H3K8VSRV გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

პრისეილერი

სანდომი via hr.ge
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1000–1500 / თვეში ბოლო ვადა:

მრავალპროფილური საკონდიტროკომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნესასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრისეილერი

ძირითადი მოვალეობები: - პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა (ქსელი: 150-200 ტრადიციული ობიექტი). - ობიექტების მონახულება გრაფიკის მიხედვით (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). - მაღაზიაში კომპანიის თაროების კონტროლი და პროდუქციის სწორი განთავსების (FIFO პრინციპი) და ასორტიმენტის ზედამხედველობა. - ვადებისა და ფასების კონტროლი, ნაშთების აღწერა და სწორი შეკვეთების გენერირება (პროგრამა: პოკეტი, FMG). - ახალი პროდუქციის შეთავაზება, ვადაგასული პროდუქციის აღრიცხვა და გადახდის პირობებზე შეთანხმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა განიხილებიან კანდიდატები გაყიდვების გამოცდილებით (რთულ სფეროში). - მაღალი მოტივაცია, ინტერესი და უნარები. - აუცილებელი თვისებები: კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, აქტიურობა.

სამუშაო პირობები და განრიგი: - გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00. - ფორმატი: სამუშაო დღე იწყება საველე ქსელით და სრულდება ოფისში (დღის ბოლოს ოფისში მოსვლა სავალდებულოა). - სტაჟირების პერიოდი: 1-დან 2 თვემდე (პირველი თვე სავალდებულოა, მეორე შედეგებიდან გამომდინარე). - სტაჟირების ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (პרוპორციულად დამუშავებულ დღეებზე). პირველი კვირა ეთმობა სწავლებას, რის შემდეგაც ტარდება ტესტი და პრაქტიკული დავალება.

ანაზღაურება სტაჟირების შემდეგ: - ქსელის ჩაბარების შემდეგ ანაზღაურება დამოკიდებულია რეალიზაციაზე: ნავაჭრი თანხის 5% (არასსულდელის შემთხვევაში საშუალოდ 2500 ლარი). - წარმატებული მუშაობისა და მაღალი რეალიზაციის შემთხვევაში ანაზღაურება შესაძლებელია იყოს შესამჩნევად მეტი. - ეფექტურობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში (სტაბილურად 1000-1500 ლარი, როდესაც მუშაობა კომპანიის ხარჯზე მიმდინარეობს) თანამშრომლობა წყდება. - პროდუქციის ჩამოყრა გეგმის მიხედვით (უკანაბრუნება არაუმეტეს 4%).

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ,ელ. ფოსტაზე: sandomi.hr@gmail.com, აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სანდომი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა