ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა; სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა
- შესრულებული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხარისხის, ვადების კონტროლი ბიუჯეტთან შესაბამისობით.
- არსებული ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათ შორის ობიექტის გახსნა/დახურვა/ რელოკაციისთვის ტექნიკური ნაწილის მართა.
- აუთსორს კომპანიების შერჩევა, მოლაპარაკებები. ტექნიკური დავალებების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა; შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.
- ევროპროდუქტის ყველა სტრუქტურული ერთეულების ობიექტების გეგმიური შემოვლებისა და სამუშაოების გრაფიკის გაწერა და გეგმის შესაბამისად შესრულების ორგანიზება და კონტროლი.
- შენობაში არსებული ლიფტის, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათების სისტემების, ელ-გაყვანილობის, მოქმედი ყველა დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე სამუშაო რეჟიმში ინფრასტრუქტურისა და საოფისე, სასაწყობე ფართის დაზიანების შემთხვევების დროული გამოვლენა და რეაგირება.
- მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, ვადების კონტროლი.
- შესასყიდი საქონლის ფასებისა და მოწოდების სერვისის წინადადებების მოგროვება წარდგენა ხელმძღვანელ პირთან.
- შესრულებული სამუშაოს ჩაბარება, ფინანსურ დეპარტამენტისთვის შესაბამისი საბუთების დროული წარდგენა.
- შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური შესრულების უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სამშენებლო ან არქიტექტურის, მიმართულებით
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება
- საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვა
- სამშენებლო მასალების საბაზრო ფასების ცოდნა
- სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების კანონმდებლობის ცოდნა
- MS Office, ხარჯთაღრიცხვის პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
- დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.