სტუმართა გამოცდილებისა და რეზერვაციების სპეციალისტი
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას სტუმართა გამოცდილებისა და რეზერვაციების სპეციალისტის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ: კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის. ვეძებთ კაფეს და ბარის მენეჯერს, რომელიც ჩართული იქნება ახალი ობიექტის განვითარების და ყოველდღიურ პროცესებში.
სამუშაო პირობები: - მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 - გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - სამუშაო განაკვეთი: სრული. - ანაზღაურება: 1200 ლარი +ბონუსები შესრულებული KPI-ს მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები: - Front Desk / საინფორმაციო ცენტრი - სტუმრების დახვედრა და კონსულტაცია - ადგილზე რეზერვაციების განხორციელება - ფერმის მაღაზიაში პროდუქციის გაყიდვა - შემოსული ზარების მიღება და დამუშავება - სერვისების შეთავაზება და რეზერვაციების განხორციელება - ბუქინგ სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება - რეზერვაციების და გაყიდვების აღრიცხვა - CRM/booking სისტემის მართვა
სავალდებულო მოთხოვნები - ძლიერი კომუნიკაციის უნარები - ქართულად გამართული მეტყველება - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონე) - მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
ბენეფიტები: - კვების უზრუნველყოფა - გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა - მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4bAfhFad
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.