← ყველა ვაკანსია

H56NKB86 გამოქვეყნდა 19 ნოე 10 ნახვა

უმცროსი Affiliate მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500 / თვეში შესვლა და განაცხადი

−33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,241 ₾ · 115 განცხადება

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ

"iGaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Affiliate მენეჯერის თანამდებობაზე.

  • ლოკაცია: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • გამოცდილება: არ არის აუცილებელი, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, გაყიდვებში ან პარტნიორულ მარკეტინგში.
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
  • ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500 GEL

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 GEL + საბონუსე სისტემა

  • ინგლისური ენის ცოდნა: აუცილებელია (B2+/C1 დონე)

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენი კომპანია წარმოადგენს სწრაფად განვითარებად ბრენდს iGaming ინდუსტრიაში. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორული პროგრამების განვითარებაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები?

  • ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა - კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით (Email, Telegram, LinkedIn და ა.შ.)
  • არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა - რეგულარული კონტაქტი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • შეთავაზებების ოპტიმიზაცია - პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური შეთავაზებების შექმნა და მათი საჭიროებების გათვალისწინება
  • შედეგების ანალიზი - კამპანიების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება
  • გუნდის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა

რას ველით შენგან?

  • ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია თავისუფლად კომუნიკაციისთვის (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
  • მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი
  • MS Office-ის ან Google Sheets-ის ცოდნა - (Excel-ის ძირითადი ფუნქციები იქნება პლიუსი)
  • გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ცოდნა/გამოცდილება - სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი
  • Igaming ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად

რას გთავაზობთ?

  • კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
  • გუნდური და პროფესიული მხარდაჭერა
  • შესაძლებლობა იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე
  • სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
  • ევროპის ყველაზე დიდ iGaming კონფერენციებში დასწრების შესაძლებლობა

თუ თვლი, რომ ეს როლი შენ გესადაგება, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გავეცნობით შენს კანდიდატურას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა