HR სტაჟიორი
კომპანია შპს "ეს ბი ეს სმარტ ბიზნეს საპორტ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR სტაჟიორი.
თუ გაინტერესებს ადამიანური რესურსები, რეკრუტინგი და რეალური სამუშაო გამოცდილება, ეს სტაჟირება სწორედ შენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ, ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლიან სტაჟიორს, ვისაც სურს სწავლა პრაქტიკით და არა მხოლოდ თეორიით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე ფორმატი: ჰიბრიდული
რას გააკეთებ სტაჟირების განმავლობაში?
(ნუ შეგეშინდება - ყველაფერს ეტაპობრივად გასწავლით)
** დაგვეხმარები ვაკანსიების განთავსებაში (LinkedIn, jobs.ge და სხვა პლატფორმები) ** ისწავლი LinkedIn-ით შესაფერისი კანდიდატების მოძიებას ** გადაარჩევ შემოსულ რეზიუმეებს მარტივი და გასაგები კრიტერიუმებით ** შეავსებ და განაახლებ კანდიდატების მონაცემებს სისტემაში ** დაუკავშირდები კანდიდატებს ** დაგეგმავ ინტერვიუებს (კალენდარი, მოწვევები) ** დაესწრები გასაუბრებებს
ვის ვეძებთ?
** ვისაც რეალურად აინტერესებს HR და/ან რეკრუტინგი ** ვისაც შეუძლია ორგანიზებულად მუშაობა და ყურადღებიანია დეტალების მიმართ ** ვისაც სურს სწავლა, განვითარება და უკუკავშირის მიღება ** ვისაც აქვს საბაზისო კომპიუტერული უნარები
რას მიიღებ ჩვენთან?
** რეალურ გამოცდილებას რეკრუტინგისა და HR სფეროში ** პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც მომავალ სამსახურში ნამდვილად გამოიყენებ ** მენტორის მხარდაჭერას და ეტაპობრივ სწავლებას ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://lnkd.in/dCrcm_yX