მძღოლი
ტელეკომპანია ,,იმედი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება
- დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული მარშრუტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო და წესებით დაცვით მართვა;
- თანამშრომლებისა და ტექნიკის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში მივლინებაში გამგზავრება საქართველოს მასშტაბით;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
- C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა და დაცვა. ჯანმრთელობის დაზღვევასა და საწვავს უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) 2026 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
იმისთვის , რომ განვიხილოთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ,,მძღოლი”.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!