8391 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HA73MAR1 გამოქვეყნდა 3 სექ 1 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

დელფოსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾900 / თვეში ბოლო ვადა:

დელფოსი წარმოადგენს მულტირენდულ საიუველირო გალერეათა ქსელს, რომელიც 2008 წელს დაარსდა საქართველოში კომპანია Delfos Group-ის მიერ და ამჟამად ქ. თბილისსა და ბათუმში 6 ფილიალის სახითაა წარმოდგენილი. დელფოსი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ფრანგული, ამერიკული, შვეიცარიული ბრენდებით: GRAZIELLA Luxury, Roberto Bravo, Artlinea Fine Italian Jewerly, Amore&Baci, Bikkembergs, Medusa, Gioielli, Assos, Corte Murrina, VeBir, Venezia Classica, Murano Glass, Parker. დელფოსი დაარსებიდან თანამშრომლობს იტალიის საიუველირო საგამოფენო ჯგუფთან (Italian Exhibition Group) და წელიწადში ორჯერ პარტნიორ კომპანიებს სტუმრობს Vicenzaoro The Jewellery Boutique Show ფარგლებში, სადაც ქართველი მომხმარებლისთვის ირჩევა განახლებადი კოლექციები, სადაც დგება სამკაულის მოდის ევროპული და ამერიკული ტენდენციები.

ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გალერია თბილისის, სითი მოლი საბურთალოს ფილიალებში.

ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; - წარმოდგენილი სამკაულების შესახებ მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა; - ფილიალის ესთეტიურ იერსახეზე ზრუნვა; პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება, სისუფთავე. - გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებული პროცედურების მართვა. პროდუქციის პროგრამული გატარება და სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; - სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; - მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირება; - პუნქტუალური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული. - დროსა და სიტუაციებში სწრაფი ორიენტირების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დადებითი პიროვნული თვისებები.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 / 13:00-22:00 ანაზღაურება 900 ლარი + ორმაგი ბონუსი; ჯანმრთელობის დაზღვევა დასვენება: კვირაში 2 დღე (მოქნილი გრაფიკით).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დელფოსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის