კიდეების დამუშავების სპეციალისტი
პირდაპირი
რას ნიშნავს „პირდაპირი“
ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.
ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.
კომპანია Mirror Gallery — სარკის გალერეა ეძებს პასუხისმგებლიან და მონდომებულ თანამშრომელს შუშისა და სარკის კიდეების დამუშავების ოპერატორს.
ძირითადი მოვალეობები:
შუშისა და სარკის კიდეების დამუშავება (კრომკა/ფასკა);
შესაბამის დანადგარებთან მუშაობა;
სამუშაო პროცესის ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულება;
სამუშაო სივრცის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება სავალდებულო არ არის — ადგილზე შეგასწავლით;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
სწავლისა და განვითარების სურვილი;
გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + კვება;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
დასვენების დღე - კვირა; +Day Off;
სამუშაო პროცესის შესწავლას ადგილზე;
სტაბილურ დასაქმებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა.