დისტანციური მრჩეველი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ დისტანციურ მრჩეველს და მისი ფუნქციები იქნება:
- პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
- პირველადი კონსულტაციის გაწევა, დახმარება ბინის შერჩევაში;
- მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება, სტანდარტებისა და სკრიპტების შესაბამისად;
- მომხმარებლის ინტერესებისა და პოტენციური შესაძლებლობების დადგენა;
- რელევანტური მომხმარებლების შეხვედრების ჩანიშვნა პერსონალურ მრჩევლებთან, კალენდრის შესაბამისად;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.