7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HD0370T0 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Premier Group via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1300 / თვეში ბოლო ვადა:

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, Premier Group რომელიც ესთეტიკური მედიცინის წამყვანი აპარატების მიმართულებით მუშაობს, ეძებს შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.

თუ გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს ესთეტიკური მედიცინა/Beauty ინდუსტრია და გსურს მზარდ საერთაშორისო ბრენდთან ერთად განვითარდე, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები: - B2B გაყიდვების მართვა ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიის მიმართულებით. - ახალი პარტნიორების (კლინიკები, ესთეტიკური ცენტრები, ექიმები/კოსმეტოლოგები) მოძიება და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. - არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება. - პროდუქციის/აპარატურის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება (როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ვიზიტებით). - შემოსული ლიდების დამუშავება და კომერციული წინადადებების მომზადება. - გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება ესთეტიკის / Beauty სფეროში (სასურველია). - გაყიდვების მიმართულებით მუშაობის წარმატებული გამოცდილება (B2B გაყიდვები ჩაითვლება უპირატესობად). - ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა . - გამართული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი (სიტყვიერი და წერილობითი). - მოლაპარაკებების მართვისა და დარწმუნების მაღალი უნარი.

პიროვნული თვისებები: - შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა. - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა. - აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ხელფასი: 1300 GEL + ბონუსები გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით). - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. - სამუშაო გარემო: მყუდრო, მეგობრული და პროფესიული ზრდისთვის ღია გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ-ფოსტაზე: m.tskhadadze@premiergroup.am

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Sales Manager

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Premier Group
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა