კონსულტანტი
შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/
თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ლისზე
ძირითადი ფუნქციები: - კლიენტების კონსულტირება და მომსახურება; - სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა; - პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით; - პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი; - სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა; - უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები: - ადგილი: თბილისი, ისთ-ფოინთი; - გრაფიკი: დღეში 6-8 საათი; - ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები; - ანაზღაურება: 1200 ლარიდან (ფიქსირებულს+ ბონუსი) - საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე. https://tolia.selfrecruit.ge/s/Fyn0
თოლია წარმატებებს გისურვებთ!