HR ჯენერალისტი
HR საკონსულტაციო კომპანია Bound Solutions, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სრულ HR მხარდაჭერას - სტრატეგიიდან ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებამდე, აცხადებს ვაკანსიას HR Generalist-ის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პროცესების მხარდაჭერას და HR ოპერაციების ორგანიზებულად შესრულებას. Bound Solutions-ში თითოეული გადაწყვეტილება, ინიციატივა და სტრატეგია მიმართულია ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა.
პოზიცია: HR ჯენერალისტი ხელფასი: 2,000 ლარი (NET) მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
ძირითადი მოვალეობები: - HR დოკუმენტების მომზადება და მხარდაჭერა (შრომითი კონტრაქტები, ბრძანებები, სამუშაო აღწერილობები, შიდა პოლიტიკები და ა.შ); - დოკუმენტების დამუშავება/დამტკიცება, ხელმოწერების უზრუნველყოფა და დაარქივება; - სახელფასო (Payroll) მონაცემების მომზადება და კონტროლი; - სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების (ტაბელი) ყოველთვიური წარმოება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი; - HR პროცესების მართვა შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; - თანამშრომელთა პირადი საქმის და HR დოკუმენტაციის მართვა და მუდმივი განახლება; - თანამშრომელთა მოტივაციის ხელშეწყობა შიდა აქტივობების და უკუკავშირის მეშვეობით; - HR პროგრამებისა და სისტემების (HR SOFT) დანერგვა-გამოყენების მხარდაჭერა; - HR მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და რეპორტინგი; - ყოველდღიური HR პროცესების მართვა, მათ შორის რეკრუტინგის ცალკეული ეტაპების აქტიური მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - პრაქტიკული გამოცდილება თანამშრომელთა ადმინისტრირებასა და HR პროცესებში; - HR მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის გამოცდილება; - HR სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel და Word-ის) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; - საქართველოს შრომითი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა; - დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის მაღალი პასუხისმგებლობა; - კომუნიკაციის, ორგანიზების და multi-tasking უნარები
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.