გაყიდვების მენეჯერი
ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "კონტემპო" არის ესპანური ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე და 1700 კვადრატულ საგამოფენო სივრცეს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1700 ლარი, დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან, საშუალოდ ხელზე ასაღები - 3500-5000 ლარი
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:30-19:30
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
** ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება;
** პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება;
** მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა;
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა
დაინტერესების შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ყველა კრიტერიუმს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე:
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.