9090 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HEYZEY2P გამოქვეყნდა 30 სექ 0 ნახვა

ჯიაიჯი ჰოლდინგი

ჯიაიჯი ჰოლდინგი

სამშენებლო საიტის მენეჯერი

ჯიაიჯი ჰოლდინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯიაიჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საიტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი წარმართვა, პროექტის დადგენილი გეგმის, ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი; - შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების ანალიზი; - პროექტის ძირითადი ფაზებისათვის საჭირო აქტივობების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების განსაზღვრა და შესრულება; - სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი; - მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; - სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; - სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი; - გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა; - პროექტების ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; - სამშენებლო ობიექტის (მოთხოვნის შესაბამისად) სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობების დადგენა და კონტროლი; - დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისი მასალებისა და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი; - სამშენებლო ობიექტზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მონიტორინგი და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია, უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; - ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე, სამშენებლო ობიექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენა-ანალიზის გამოცდილება; - MS Office პროგრამების ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: - სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება; - ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2 / პეკინის 34; - სამუშაო განრიგის და ობიექტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად.

პიროვნული მახასიათებლები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გუნდთან ეფექტურად მუშაობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-q7FwGQ განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16.10.2026

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯიაიჯი ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა