პროექტების მენეჯერი
კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება და პროექტების სრული ციკლის მართვა;
- Cross-functional გუნდების განსაზღვრა და კოორდინაცია (Design, Marketing, და სხვ.)
- Kick-off შეხვედრების ორგანიზება, ჩართულ გუნდებში პროექტის იდეის ეფექტური გადატანა და შეთანხმება;
- პროექტის ვადების დაგეგმვა და მართვა, გუნდებისგან წინასწარი შეფასებების მიღება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- პროექტის სტატუსისა და შედეგების შესახებ მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგება;
- პროექტების შედეგების შეფასება და მიღებული გამოცდილების გამოყენება მომდევნო პროექტების დაგეგმვისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება Project Management-ში; ** სტრატეგიულ/დიდ პროექტებში მონაწილეობისა და მართვის გამოცდილება; ** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ცოდნა ჩაითვლება პლუსად); ** პასუხისმგებლობა, პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; Jira, Asana, Confluence, Miro ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
- პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
- გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
- შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.