8633 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HG1AF0SJ გამოქვეყნდა 4 სექ 4 ნახვა

საავიაციო უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

Geosky გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავიაკომპანიის შიდა პროგრამების (მენუალიების) შემუშავება და განახლება

** კომპანიის პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებთან

** ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და მათ მიერ დადგენილი მოთხოვნების კონტროლი

** შიდა აუდიტებში მონაწილეობის მიღება

** ტრენინგების ორგანიზება თანამშრომლებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ჩაითვლება უპირატესობად.

** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Excel, Power point

** უმაღლესი განათლება საავიაციო მიმართულებით

** საავიაციო უშიშროების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე;

** კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობა;

** ორგანიზაციული უნარები;

** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საავიაციო უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი.

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე:; ან/და ტელეფონის ნომერზე

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Geosky
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის