8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HGMSSGDN გამოქვეყნდა 27 აგვ 1 ნახვა

მოლარე-ოპერატორი

ჯინო აკვაპარკი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჯინო აკვაპარკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე

კომპანია: ჯინო აკვაპარკი (Gino Aquapark) სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

კომპანიის შესახებ: კურორტი თბილისში „ჯინო აკვაპარკი“ უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ეს არის ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და ზრუნავს მათ კმაყოფილებაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და, მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლე სპეციალური ბენეფიტებითა და განვითარების შესაძლებლობით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლების რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების სწორი და ეფექტური წარმოება. - მომხმარებლების თბილი და თავაზიანი მიღება, კონსულტირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ; - მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების გაცნობა; - გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ასაკი: სრულწლოვანი; - გამოცდილება: სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; - ენები: ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

საჭირო პიროვნული უნარები: - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; - ენერგიულობა და მოტივირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ: - ანაზღაურება: 60 ლარი თითოეულ ცვლაში (შიფტში); - სამუშაო გრაფიკი: 1/1-ზე (1 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება) - სამუშაო საათები: 10:00 – 22:00 - ბონუსები: 2 ტიპის საბონუსე სისტემა დამატებითი შემოსავლისთვის; - კვება: ორჯერადი უფასო კვება კომპანიის მიერ; - ანგარიშსწორება: ხელფასის გაცემა თვეში ერთხელ, საბანკო ანგარიშზე;

ექსკლუზიური ბენეფიტები: - ფიტნეს დარბაზითა და ოლიმპიური აუზით უფასოდ სარგებლობა; - სპეციალური ფასდაკლებები მთელ კომპლექსში Gino Aquapark-ის სერვისებზე.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@ginoaquapark.ge გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „მოლარე-ოპერატორი“.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ჯინო აკვაპარკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა