დილის საუზმის ბარისტა
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას დილის საუზმის ბარისტას პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სასმელების მენიუს ცოდნა
- სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
- საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა
- სტუმრებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის უნარი
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: 07:00-16:00 - 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება: 1500 ლარი + სრულად გამომუშავებული Tips
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ.
მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით. თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია