პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

HHM2K56S გამოქვეყნდა 9 ნოე 18 ნახვა

ვებ და სოც. მედია კონტენტ-კრეატორი

ალტე უნივერსიტეტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ვებ და სოც. მედია კონტენტ-კრეატორის პოზიციაზე მედიცინის საერთაშორისო სკოლაში, კლინიკური სწავლების საფეხურზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები

  • უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მართვა და განვითარება;
  • უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე კონტენტის განთავსება/რედაქტირება;
  • უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის შესახებ დეველოპერებთან კომუნიკაცია და მათთვის ყოველთვიური დავალებების გაწერა/შესრულების მონიტორინგი;
  • SEO სააგენტოსთან და ციფრულ მარკეტერთან კომუნიკაცია ვებ-გვერდის განვითარების მიზნით;
  • უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების სოციალური მედიის არხებისთვის (FB/IG) კონტენტის სტრატეგიის შექმნა;
  • უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების სოციალური მედიის არხებისთვის (FB/IG) კონტენტის იდეების შემუშავება და აღსრულება;
  • ვებ-გვერდის ყოველთვიური რეპორტინგი;
  • საერთაშორისო პროგრამების სოციალური მედია არხების ყოველთვიური/კვარტლური რეპორტინგი;
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საჭიროების მიხედვით.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან შესაბამისი მიმართულებით);
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სოციალური მედიის მართვისა და კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Meta-ს პლატფორმების (Facebook, Instagram) ფუნქციონალისა და შესაძლებლობების ცოდნა;
  • სხვადასხვა ფორმატის კონტენტის (პოსტები, Stories, Reels, ვიდეოები) შექმნის გამოცდილება;
  • გრაფიკული და ვიდეო კონტენტის შესაქმნელი პროგრამების ცოდნა (Canva, CapCut, სხვა);
  • Meta Business Suite-ის ფუნქციონალის ცოდნა;
  • ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპებისა და ტენდენციების ცოდნა;
  • გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობა;
  • სოციალური მედიის კონტენტ სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური, თავაზიანი და ინიციატივიანი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა