გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HJ5ZJM3H გამოქვეყნდა 6 ნოე 23 ნახვა

IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: IT სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი / სოფ. ნატახტარი

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
  • სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
  • ლანჩი

ძირითადი მოვალეობები

  • კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა, კონფიგურაცია, პრობლემების დიაგნოსტიკა და გამართვა, ასევე სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირება.
  • კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა.
  • კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • კომპანიაში მიმდინარე IT პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საჭირო მხარდაჭერისა და დახმარების გაწევა.
  • სასერვერო ოთახის, Cloud-გარემოს, სერვერული სისტემების, საბოლოო მომხმარებლის სამუშაო გარემოს, ქსელური კავშირებისა და კიბერუსაფრთხოების პლატფორმების სტაბილური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • ქსელური კავშირებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკებთან, აუდიტისა და ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნებთან მიმართებაში.
  • პროექტების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად სატესტო გეგმებისა და სცენარების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა.
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიური მიმართულებების გუნდებთან თანამშრომლობა დიზაინის, განვითარების და დანერგვის ეტაპებზე, საიმედო, მასშტაბური და მდგრადი IT ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.
  • საბოლოო მომხმარებლებისთვის (End Users) ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და IT საკითხების ოპერატიული მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით.
  • მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • გუნდში მუშაობისა და გამართული კომუნიკაციის უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე: www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე და.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 17 ნოემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა