← ყველა ვაკანსია

HJDDKN7Y გამოქვეყნდა 17 ნოე 15 ნახვა

ბუღალტერი

IESco გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

კომპანია "აიესკო" - ინდუსტრიული დანადგარების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
  • დღგ-ისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • იმპორტის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა;
  • სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება;
  • შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოება;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება;
  • შესყიდვების, გაყიდვებისა და სასაქონლო ოპერაციების აღრიცხვა;
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდული ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე (3+3 თვე), შუალედური შეფასებით პირველი 3 თვის დასრულების შემდეგ;
  • გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • სამუშაო ადგილი: კომპანია "აიესკო", მისამართი: ავჭალის ქუჩა N52.

დაინტერესებულ კანდიდატებს:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და მიუთითოთ სასურველი ანაზღაურების ოდენობა.

ტელ.

კომპანია "აიესკო" გთავაზობთ პროფესიულ გარემოს და დამოუკიდებელი მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

https://www.iesco.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დიჯითალ ოპერატორი - სენაკი

ახალი
TBC Bank სხვა სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 17 ნოე 17 ნოე

დიჯითალ ოპერატორი - ბორჯომი

ახალი
TBC Bank სხვა სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 17 ნოე 17 ნოე

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი III) - გამსახურდიას ს/ც 1

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 17 ნოე 17 ნოე

დიჯითალ ოპერატორი - თელავი

ახალი
TBC Bank თელავი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
კომპანიის საიტი ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 17 ნოე 17 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა