კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია IBEX Logistics აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112 სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება) ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება;
- კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
- სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის და გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-2 წელი;
- აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური განაწილება;
- სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.