პროგრამის ოპერატორი
შპს "იგოეთი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ტრანსპორტირება: თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში მიმდინარე პროცესების პროგრამული გატარება;
- პროგრამა Apex-ში მუშაობა და მონაცემების შეყვანა;
- შეკვეთების აკრეფა და დამუშავება;
- გაყიდვების პროგრამული გატარება;
- პროგრამაში მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
- შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
- ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამის ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- მონაცემებთან მუშაობისას სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან სოფელ იგოეთამდე და უკან;
გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.