9440 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HSS3S4K7 გამოქვეყნდა 28 ოქტ 8 ნახვა

მიღების სუპერვაიზერი

ორი ნაბიჯი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
დაზღვევა · განცხადებაში

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მიღების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება - 2 დღე სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება, სამედიცინო დაზღვევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება
  • საწყობში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
  • სასაწყობე მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებისა და პროდუქციის დასაწყობების პროცესების მართვა, კოორდინაცია და კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მიღების გრაფიკის, ანონსებისა და დაგეგმილი მიწოდებების მონიტორინგი, შესაბამისი რესურსების დაგეგმვა და პროცესების დროული შესრულების უზრუნველყოფა;
  • მიღების პროცესის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი, მათ შორის პროდუქციის რაოდენობის, ვადების, შესაბამისობისა და მიღების პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მიღებული პროდუქციის პალეტიზაციის, განთავსებისა და სასაწყობე ლოკაციებზე სწორად განაწილების პროცესის კონტროლი;
  • სასაწყობე ტერიტორიაზე არსებული სასტელაჟე სისტემის მუდმივი კონტროლი (დატვირთვა, განთავსების სისწორე, სტელაჟის მდგრადობა);
  • სასაწყობე ტექნიკისა და ინვენტარის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, სამუშაო პროცესში დაზიანებებისა და გაუმართაობების დროული გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და პრობლემის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მომწოდებლებთან ტარას მოძრაობის აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი;
  • მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვის პროცესის კონტროლი და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ზონებს შორის პროდუქციის გადაადგილების პროცესის ორგანიზება და კონტროლი, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • მიღების პროცესში წარმოშობილი პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მიღების პროცესების ეფექტიანობის შეფასება, ოპერაციული და მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯების კონტროლი, ოპერაციული რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
  • სასაწყობე ზონებს შორის საქონლის გადაადგილების სამუშაოების დროულად, ოპტიმალური დანახარჯებითა და დადგენილი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან და პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან კომუნიკაციის წარმოება;
  • მომწოდებლებისთვის გასატანი ყუთებისა და პალეტების ბრუნვის პროცესის კონტროლი, შედარების განრიგის დაცვა და აღსრულება;
  • მიღების გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს პერიოდული კონტროლი (რაოდენობა, წონა, ეტიკეტირება, ანოტაცია, ვადა და ხარისხი).
  • სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისათვის დაქვემდებარებული თანამშრომლების საჭირო ადმინისტრაციული თუ ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • მიღების გუნდის მართვა, დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა და სააღრიცხვო სისტემაში დასწრების კონტროლი;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა და ინციდენტებზე დროული რეაგირება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მისი უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ როლის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zTxCampb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა