სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი / პრარაბი
ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი / პრარაბი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია - მოვალეობები
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი,, ფორმა 2;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი;
- პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
- მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება.
- სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
- ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
- სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
- სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
- სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა.
- AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
- ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ:
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი – სახელი, გვარი“