გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HTJEWXXX გამოქვეყნდა 5 ნოე 27 ნახვა

ცივი კერძების მზარეული

Askaneli Falestra გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო საათები: 2/2-ზე (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე);

ფუნქცია-მოვალეობები

  • მენიუში არსებული ყველა ცივი კერძის, სალათის, სოუსის და გარნირის მომზადება სტანდარტული რეცეპტებისა და ტექნოლოგიების მკაცრი დაცვით;
  • კერძების მომზადება შეკვეთების მიხედვით, სისწორის და დროულობის უზრუნველყოფა;
  • კერძების დეკორირება და სერვირებაზე გატანა დადგენილი წესების დაცვით;
  • ინგრედიენტების მარაგის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეფისთვის შეტყობინება;
  • პროდუქტების სწორი შენახვა, ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კვების ტექნოლოგიების, კერძების მომზადების და სერვირების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
  • კვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა;
  • სასურველია რუსული/ინგლისური ენის ცოდანა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კვება;
  • Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე . სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა