9983 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HVBPZZ2V გამოქვეყნდა 21 ოქტ 5 ნახვა

შესვლა და განაცხადი
₾3200 / თვეში +6% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,032 ₾ · 22 განცხადება ბოლო ვადა: 22 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.

თანამდებობრივი სარგო: 3200 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

  • საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
  • შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, დარიცხვების, დაკავებებისა და შესაბამისი ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
  • სახელფასო უწყისების მომზადება და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი საგადახდო ოპერაციების/გადარიცხვების განხორციელება;
  • საბუღალტრო პროგრამასა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი და ურთიერთშედარება;
  • პერიოდული საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — ეკონომიკური/ბიზნესადმინისტრირება/ფინანსები/საბანკო საქმე/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობები);
  • საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება;
  • "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;

უნარები და კომპეტენციები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ოპერატიული მართვის სტილი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა