ბარმენი
"ჯორჯია ფიტნეს ცენტრი / სნეპ ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
- შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
- ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: ენერგიული და კომუნიკაბელური.
ჩვენ გთავაზობთ: სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლების მიხედვით - 09:00-დან 15:45-მდე და 15:45-დან 22:30-მდე. (დიდი დიღომი, მირიან მეფის 46 (სავაჭრო ცენტრი "დიღომის სითი", მეორე სართული). ანაზღაურება: ფიქსირებული, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.