ტექნიკური სპეციალისტი / ინჟინერი
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის/ინჟინრის პოზიციაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო ტექნიკის მონტაჟი, ტექნიკური გამართვა, ტექნიკის დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოჩენა, ინსტალაცია, შეკეთება/ტექნიკური მომსახურება;
- აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლა;
- თანამშრომლებისთვის ტექნიკის პრაქტიკული და ტექნიკური ინსტრუქციის მიცემა;
- მომხმარებლისთვის აპარატურის შესაძლებლობების, ფუნქციებისა და უპირატესობების პროფესიონალურად და დამაჯერებლად ახსნა;
- ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია) - როგორც საუბრის, ასევე წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
- ტექნიკურ პრობლემებში გარკვევისა და მათი გადაჭრის უნარი;
- დამაჯერებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ევროპაში პერიოდული მივლინებით/გადამზადებით გამგზავრების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.