7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HYGYD525 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გამწმენდი ნაგებობის სკადას ოპერატორი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾2890 / თვეში ბოლო ვადა:

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მარტვილის სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის სკადას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. მარტვილი, ზ. გამსახურდიას ქ. №114 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება : 2 890 ლარი (GROSS) ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4

ფუნქცია-მოვალეობები: - SCADA სისტემის გამოყენებით გამწმენდი ნაგებობის ტექნოლოგიური პროცესის მეთვალყურეობა და ელექტრონული მართვა; - მონაცემთა რეგისტრაცია (მათ შორის მოკლე და გრძელვადიანი მონაცემების არქივები); - მოვლენების რეგისტრაცია; - სისტემის შეფერხების რეგისტრაცია; - ავარიული სიგნალების დამუშავება და რეგისტრაცია; - ანგარიშების მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის; - კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება - ტექნიკური. - სამუშაო გამოცდილება: სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად. კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა