კონსულტანტ-გამყიდველი
კომპანია „არტ ე&ჯ“ აცხადებს კონსულტანტ-გამყიდველის ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ: არტ ე&ჯ — ხელნაკეთი სუვენირების მაღაზია, რომელიც თბილისში მდებარეობს და 2017 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ხარისხიან და ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე, ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ხელოვანების მხარდაჭერაზე. არტ ე&ჯ-სთვის მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო, პროფესიული განვითარება და თანამშრომელთა კეთილდღეობა.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის მაღაზიის ასორტიმენტის გაცნობა და პროდუქციის შესახებ დეტალური კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის რეკომენდაცია; - გაყიდვების პროცესის მართვა, სალარო ოპერაციების შესრულება და თანხის მიღება; - მაღაზიის ვიტრინებისა და პროდუქციის მოწესრიგება, სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო — ვაფასებთ მოტივაციასა და სწავლის სურვილს; - კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - სწრაფი ადაპტაციის უნარი და გუნდური მუშაობის სურვილი; - უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უპირატესობები და სარგებელი: - სტაბილური და მეგობრული სამუშაო.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.