შეკვეთების დამუშავების სპეციალისტი
MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; - სასურველია IT ტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ცნებებისა და პრინციპების ცოდნა; - საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტბრუნვის ცოდნა; - Incoterms-ის წესების ცოდნა.
მოვალეობები: - მწარმოებლებთან შეკვეთების განთავსება; - შეკვეთების კონტროლი წარმოებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე; - მწარმოებლებთან თანამშრომლობა შეკვეთების დაჩქარებისა და გადაზიდვის ვადების შეთანხმების მიზნით; - შეკვეთებისა და მათი სტატუსების მონაცემთა ბაზის წარმოება; - პრეტენზიებთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება, სადავო საკითხების გადაწყვეტა მწარმოებლებთან; - მწარმოებლებისთვის გადახდების გაფორმება და კონტროლი; - მწარმოებლებისთვის ანგარიშების მომზადება.
რეზიუმე გამოაგზავნეთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.