ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მორიგე სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი
შპს ‘’ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მორიგე სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ.გობრონიძის ქ.27 სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა: 18:00-დან დილის 10:00სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება; - შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და დასკვნების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში; - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ბაზისური ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პაციენტებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: etokezherashvili20@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.