B2B გაყიდვების მენეჯერი
შპს „გოუ-ფლეიგრაუნდს“-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო
„გოუ-ფლეიგრაუნდს“-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
ძირითადი პასუხისმგებლობები: კომპანიის პროდუქციის (სათამაშო მოედნები, ატრაქციონები და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება) გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, გაყიდვების მიზნების მიღწევა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში
ფუნქცია-მოვალეობები: - გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება წარმოების მიზნების შესაბამისად - ბაზრისა და შესაძლო კონკურენტების მუდმივი კვლევა, ახალი ტენდენციების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება - გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური პროგნოზების მომზადება და ანალიზი - B2B გაყიდვები: - კერძო სექტორი (B2B): მოლაპარაკებების წარმოება დეველოპერულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, დასასვენებელ ცენტრებთან, კერძო ბაღებთან/სკოლებთან და სხვა ბიზნეს კლიენტებთან. - საჯარო სექტორი (B2B): სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესებში აქტიური მონაწილეობა (მუნიციპალიტეტები, სკოლები, საჯარო ბაღები და ა.შ.). - მსხვილ კორპორატიულ და სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. - სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. - სასურველია გამოცდილება საჯარო შესყიდვების (ტენდერების) პროცესებში მონაწილეობის კუთხით.
პიროვნული უნარები: - ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი - გამართული კომუნიკაციის უნარი - დეტალებზე ორიენტაციის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ლიდერობის უნარი - თავდაჯერებულობა - ორგანიზებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!