7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

J7Q1GTG4 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ნევროლოგიის დეპარტამენტის ექთანი

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾625 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" - რესპუბლიკური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

ნევროლოგიის დეპარტამენტის ექთანი, გრაფიკი - 12 ან 24 სთ. საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 6.25 ლარი, 24 საათში - 150 ლარი დარიცხული. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები: - კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; - საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; - დოკუმენტწარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; - ინფექციის კონტროლის კუთხით შემუშავებული ნორმების დაცვა; - საექიმო პროცედურებში ექიმის ასისტირება, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში; - უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე - პრაქტიკოსი ექთანი (დიპლომი). - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი) - საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი (დიპლომი). - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - მედიცინა (სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი) -დიპლომირებული მედიკოსი - სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი საექთნო მიმარულთებით. - უპირატესობა მიენიჭება პოსტდიპლომური უწვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის მქონე ექთანს.

პიროვნული თვისებები: - დისციპლინირებული, - პასუხისმგებლიანი, - შრომისმოყვარე, - კეთილსინდისიერი, - გუნდური პრინციპით მომუშავე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 00 63 73 კლინიკის მთავარი ექთანი. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და განყოფილების დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა