გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

J8QR0RZS გამოქვეყნდა 17 ნოე 22 ნახვა

საველე B2B გაყიდვების მენეჯერი

ნექსა გრუპი გარე განცხადება
₾2000–5000 / თვეში შესვლა და განაცხადი

+54% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,267 ₾ · 145 განცხადება

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 13 დღე) ბოლო ვადა: 30 ნოე

ფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

შპს "ნექსა გრუპი 2026" (NEXA GROUP 2026 LLC) აცხადებს ვაკანსიას საველე B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები

  • მდებარეობა: რუსთავი/თბილისი (ლილო)
  • სამუშაო ფორმატი: საველე სამუშაო (ვიზიტები ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში)
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00)
  • ანაზღაურება: 2 000 - 5 000 ₾ (ფიქსირებული ხელფასი + მზარდი საბონუსე სისტემა KPI-ს მიხედვით)

კომპანიის შესახებ

შპს "ნექსა გრუპი 2026" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების, მათ შორის საფასადე სისტემების, დინამიკურად მზარდი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში. ჩვენი მიზანია კორპორაციულ კლიენტებს, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შევთავაზოთ სრული ასორტიმენტი, ტექნიკური მხარდაჭერა და გრძელვადიანი პარტნიორობა. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ საველე B2B გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველდღიური საველე ვიზიტების განხორციელება სამშენებლო ობიექტებზე, დეველოპერულ კომპანიებსა და სავაჭრო წერტილებში;
  • პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კლიენტებთან პირისპირ კომუნიკაცია, საქმიანი შეხვედრების ჩატარება და პროდუქციის ადგილზე პრეზენტაცია;
  • ობიექტისა და კლიენტის საჭიროებების ზუსტი ანალიზი, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება, განვითარება და განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და საველე ვიზიტებისა თუ შედეგების რეგულარული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სავალდებულოა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • გამოცდილება და სპეციფიკის ცოდნა: მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით; სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ობიექტების სპეციფიკის კარგად ცოდნა (საველე და B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგებსა და მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და საველე მარშრუტების სწორად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (2 000 - 5 000 ₾) — ფიქსირებულ ხელფასსა და გამჭვირვალე, მზარდ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და კორპორაციულ ნომერს;
  • საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საველე B2B გაყიდვების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა